პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 82 დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის განხილვას საპარლამენტო უმცირესობა არ დასწრებია, ისინი კვლავ ბოიკოტს აგრძელებენ.
კანონპროექტის თანახმად, რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან და ეკონომიკურ საქმიანობის, სახელმწიფო ზედამხედველობასთან, აუდიტთან და პირდაპირ სახელმწიფო მმართველობასთან და მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების კიდევ 7 ქალაქი და სულ 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.