საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია იქნება. თანამდებობაზე ის ოფიციალურად უკვე დაინიშნა და დღეს პარლამენტშიც მივიდა.
,,საპარლამენტო მდივანი ურთიერთობაში იქნება, პარლამენტთან და პრეზიდენტთან, შესაბამისად ჩემი ფუნქციები იქნება მოხდეს ამ თანამშრომლობის განხორციელება"', _განაცხადა ჟურნალისტებთან დავით პატარაიამ.
პატარაია 1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ასევე ნიურნბერგის და ზაარლანდის უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტზე. 2002 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1990 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, იყო რადიო „თავისუფლების" კორესპონდენტი.
დაარსებული აქვს რამდენიმე იურიდიული ფირმა და დღემდე კითხულობს ლექციებს. არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი: დავით პატარაია, მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ნინო ბურჯანაძის პარტიაში.