ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხადურმა განმარტა, სხვა ქვეყნებშიც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ანალოგიურად იცვლება.
,,ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ ლარის კურსს არაფერი არ დაემართოს. თუ ნახავთ ნებისმიერი ვალუტის კურსი ერთი ქვეყნის ბელორუსის გარდა, იცვლება ზუსტად ისე როგორც იცვლება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში და ამაში საპანიკო არაფერი არ არის", _განაცხადა ხადურმა.