პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაამტკიცა.
როგორც ცნობილია, კალაძესა და კვირიკაშვილს მთავრობაში ვიცე-პრემიერების პოსტები ბიძინა ივანიშვილის მთავრობაშიც ეკავათ, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიცე-პრემიერის პოსტები ვაკანტური რჩებოდა.