ევროპარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ძირითადი გზავნილები არის მზაობა უკრაინასთან ევროკავშირის ასოცირების წევრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, შესახებ, მისთვის ფინანსური დახმარების გაწევის, კიევში მაიდანზე განხორციელებული ძალის გამოყენების დაგმობისა და მომავალში დიალოგის გაგრძელებისათვის მზადყოფნის შესახებ.
„ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინის ხელისუფლების მიერ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით უარი იქნა ნათქვამი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერაზე, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გამოთქმული მკაფიო სურვილისა, მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ამ პროცესის გაგრძელების შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობებში დაკარგული შესაძლებლობაა.
ევროკავშირი მადლიერია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების იმ ევროპული მისწრაფებისა, რომლებიც კიევში, მაიდანზე და უკრაინის სხვა და სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციებში გამოიხატება. მათ დაგმეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას დაუჭირეს მხარი, _ ნათქვამია რეზოლუციაში და ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გმობს 9 დეკემბერს ღამით განხორციელებულ ძალადობას.
ამას გარდა, „ევროკავშირი ყველას შეახსენებს, რომ კომუნიკაციის რამდენიმე არხი, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელსაც პრეზიდენტები კოკსი და კვასნევსკი ხელმძღვანელობენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ჯერ კიდევ ღია რჩება.
ევროკავშირი ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს უკრაინასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას აუცილებელი მოთხოვნების შესრულების პირობით.
ევროკავშირი კიევში მომიტინგებს სოლიდარობას უცხადებს.