„ეს ძალიან მღელვარე შეგრძნებაა. მე აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ და გაახალგაზრდავებულად ვიგრძენი თავი, როდესაც ეს მოედანი ვნახე, ეს ხალხი ვნახე ეს დროშები ვნახე", _ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეკომპანია "ТВі"-სათვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას.
„ცოტა სევდიანი გრძნობა მეუფლება, იმიტომ, რომ როდესაც ყველაფერი მეორდება, მინდოდა წინ წავსულიყავით და მოედანზე დაბრუნება აღარ ყოფილიყო საჭირო, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ენერგიაში არის რაღაც საინტერესო და იმედისმომცემი",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მას კიევში დაუსვეს კითხვა საქართველოში მიტინგების დაშლის შესახებ.
„მეც დამისვეს კითხვა, რომ ჩემს დროსაც შლიდნენ მიტინგებს, დიახ როდესაც ჩვენ ვატარებდით დიდ რეფორმებს და განსაკუთრებით ყველა ეს კორუმპირებიული ადამიანი თბილისის ცენტრში ცხოვრობდა, რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აშკარად უკმაყოფილონი იყვნენ ჩვენით და ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ არის ყველა ქვეყნისათვის და ეს ადამიანები ყველა ერთად გამოვიდნენ ქუჩებში თან მაშინ უკვე რუსეთის კარგი ფინანსური მხარდაჭერით და ეს მოძრაობა იყო და იყო დიდი მიტინგები და მე გადავდექი და ჩემი პრეზიდენტობის ვადას ერთი წელი დავაკელი. მე მათ ვუთხარი ჩვენ გვინდოდა რეფორმების გაგრძელება მაგრამ ახალი მანდატის გარეშე მე რეფორმებს ვერ გავაგრძელებ.", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მაშინ რეფორმების გაგრძელებას საქართველოს მოსახლეობის 54 % მისცა ხმა.
სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ „რა თქმა უნდა ხდება მიტინგებიც, პოლიციასთან შეტაკებებიც და რა თქმა უნდა ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა იყო როდესაც შენ ხელისუფლება ხარ, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენო".
„ჩვენთანაც იყო დიდი აქციები რამდენიმე თვის განმავლობაში მაგრამ ჩვენ თითიც არ გავანძრიეთ და ისინი თავად დაიშალნენ. პარალელურად დიალოგს ვაწარმოებდით, ასე რომ ჩვენ ასეთი გამოცდილება გვაქვს და ისეთიც", _ განაცხადა სააკაშვილმა.