საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და დაკარგული ჯერ არაფერი არ არის. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "ТВі"-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე საუბრობდდნენ არა მხოლოდ უკრაინელი ჟურნალისტები და საზოგადოება, არამედ ამისათვის ძალიან აქტიურად ემზადებოდა უკრაინის მმართველი ვერტიკალის უმეტესი ნაწილი.
მე მქონდა საუბარი უკრანელ მინისტრებთანაც და უკრაინის პრეზიდენტთანაც ნიუ-იორკში და ის ამისათვს ემზადებოდა. მერე რაღაც შეიცვალა. მაგრამ შესაძლოა შეიცვალა იქ, ყველაზე მაღლა, მაგრამ მთელი ეს სახელმწიფო აპარატი ხომ დარჩა რომელიც ამისათის ემზადებოდა და ის არსად არ წასულა. ის მზადაა ახლაც და მას ეს სურს.
ასე რომ მიმაჩნია, რომ არაფერი დაკარგული არ არის, მართალია არის ძალიან დიდი პრობლემები, თუმცა შანსი რა თქმა უნდა არის",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ევროპული გზა იოლი გზა არ არის და ის რაღაც პრინციპებს ეფუძნება - იქ არ არის მიზანშეწონილი იყო კორუმპირებული და კრიმინალიზებული და ამ ყველაფერს გამოსწორება სჭირდება.
„ხოლო იყო პუტინის მმართველობის - ქვეშ ეს ძალიან იოლია. რაც უფრო კორუმპირებული და კრიმინალიზებული არის ნებისმიერი ადამიანი, ქვეყანა თუ პოლიტიკური ელიტა მით უფრო დიდი სიამოვნებით მიიღებენ მას იქ და მოეფერებიან თავიანთი დათვური მოფერებით", _ აცხადებს სააკაშვილი.