აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში მაიდანზე საკვების დარიგების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან შესახვედრად გაემგზავრა. იანუკოვიჩის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უკვე დაიწყო.
ამავდროულად მილიციამ მაიდნის დატოვება დაიწყო. მათ აქციაზე მყოფი ადამიანები აპლოდისმენტებით აცილებენ.
შეგახსენებთ, რომ კიევში მაიდანზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა საკვები დაარიგა. ფრაქცია „ბატკივშინა"-ს ლიდერმა არსენი იაცენიუკმა სცენიდან სთხოვა მომიტინგეებს მიესალმონ ნულანდს.
აშშ- სახელმწიფო მდივნის მოადგილე კიევში გუშინ ჩაფრინდა.