კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოში ყველაფერი იყოს პროგნოზირებადი, აღნიშნულის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, გააკეთა.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლარის კურსის ცვალებადობაში უჩვეულო არაფერია. დეკემბერში ლარზე მოთხოვნის გაზრდა, რაც ძალიან ბევრი მიზეზის გამოა განპირობებული. თქვენ, თუ გადახედავთ მეზობელი ქვეყნების ვალუტებს, ნახავთ, რომ ასევე არის რყევა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ეკონომიკაში. ასე, რომ არაფერი საგანგაშო აქ არ არის. რაც შეეხება ფასებს, ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია",- განაცხადა ხადურმა.