კიევში მაიდანზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი საკვებს არიგებს. განცხადება ამის შესახებ ფრაქცია „ბატკივშინა"-ს ლიდერმა არსენი იაცენიუკმა სცენიდან გააკეთა და მომიტინგეებს სთხოვა მიესალმონ მას.
„ახლა მაიდანზე ლანგრით ხელში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დადის და პურსა და საკვებს არიგებს",_ განაცხადა იაცენიუკმა.
აშშ- სახელმწიფო მდივნის მოადგილე კიევში გუშინ ჩაფრინდა.
მასალის გამოყენების პირობები