დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო რაც კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
,,გიორგი ბარამიძეს გულწრფელად მინდა ვუთხრა მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", _მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა.
ამის შემდეგ პარალმენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სოსო ჯაჭვლიანს მიკროფონი გამოურთო და პლენარულ სესიაზე შესვენება გამოაცხადა.