აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურუზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უფასო ტრენინგებს ატარებს სერვისის სფეროს წარმომადგენლებისათვის.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ტრენინგების ბოლო ეტაპი დაიწყო, რომელიც ბათუმის კვების ობიექტების 80-მდე მიმტანს გადაამზადებს. გადამზადება 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. მიმტანებს თეორიულ კურსებს საქართველოში სარესტორნო ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი თემო ბენიძე ჩაუტარებს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე სერვისის სფეროში სულ 250-მდე ადამიანი გადამზადდება.