"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის
განცხადებით, ის "დიდ პოლიტიკას" აკეთებს მაშინ, როცა მისი კოლეგა ლიდერები მერობის არჩევნებით, ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული.
"მე დაკავებული ვარ დიდი პოლიტიკით, მაშინ, როცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დაკავებულია მერის არჩევნებით, ხელისუფლება კიდევ ოპოზციის წინააღმდეგ შავი პიარით", - განაცხადა ბურჯანაძემ რუსეთში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მისივე განმარტებით, ის მოსკოვში იმისთვის მიემგზავრება, რომ "დაიცვას მისი ქვეყნის და ხალხის ინტერესები".
"ქვეყანა, სადაც მივემგზავრები, არის ჩვენი მეზობელი, ერთ-ერთი ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფო და ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ამ სახელმიწოსთან ურთიერთობის დარეგილირება", - განმარტა ბურჯანაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოსკოვში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. რუსეთში ვიზიტამდე, გუშინ ბურჯანაძის პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის".