მდინარე ქსნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდიდან გადავარდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომი სამივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.