საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური მომავალ კვირას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყატარის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში გილაურს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები მიიღებენ.
დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესმენებთანაც, რომელთაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. არ არის გამორიცხული, საქართველოში ყატარული ინვესტიციების მოზიდვაც მოხდეს.
გილაურის ვიზიტი ყატარის რესპუბლიკაში 24-25 თებერვალსაა დაგეგმილი.