"ლეიბორისტები" მობილურ ტელეფონებზე ტარიფის განახევრებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით პეკინის №4-ში მდებარე "მაგთის" ოფისთან მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
აქციას პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია და გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ესწრებოდნენ. მიტნგში ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა.
"ჩვენ ორი მოთხივნა გვაქვს, პირველი, შეწყდეს მობილიური კომპანიების გამოყენებით მოსახლეობის მოსმენა და მეორე, განახევრდეს ტელეფონზე საუბრის ტარიფი", - განაცხადა შატბერაშვილმა.
ძაგანიამ განაცხადა, რომ ანალოგიური აქციები გაიმართა "ბილაინისა" და "ჯეოსელის" ოფისებთანაც.
"ლეიბორისტები" კომპანიებს 10 დღიან ვადას აძლევენ, რათა შეამცირონ ტარიფები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.