დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ჯერ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიადის გახსნას დაესწრო, ხოლო შემდეგ ლონდონში გამართა შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში.