რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცედურაზე მცირე ექსცესები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
მათი მტკიცებით, 11:00 საათის მონაცემებით კენჭისყრის პროცედურა დაგეგმილი რეჟიმით ხორცილდება.
"განსაკუთრებული შემთხვებს ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ უმნიშვნელო ექსცესები დაფიქსირდა", - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის შსს-ს პრეს სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.