ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოქალაქეებს წინასაახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტავენ, ტყის ფონდიდან ნაძვის ხეების მოჭრა აკრძალულია და ეს ქმედება კანონით ისჯება.
"სახელმწიფო ტყის ფონდიდან ნორჩი ხეების, მათ შორის ნაძვის ხეების მოჭრა-გატანა აკრძალულია, რადგან ჭრაში არ ინიშნება. კერძო საკუთრებაში არსებული ნაძვის ხეების მოჭრა-გატანისა წესები მოქმედი კანონმდებლობით დგინდება",- განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
რაც შეეხება დედაქალაქში ნაძვის ხეების რეალიზაციის ადგილებს, თბილისში ნაძვის ხეების რეალიზაციის ადგილებს უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერია დაადგენს,
როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნაძვის ხის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ქოთანში გაზრდილი ნაძვის ხის გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვით ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სპეციალურ ქოთანში გამოიყვანოს გასაყიდი ნაძვის ხეები.