"მაესტროს" გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დახმარებას არ საჭიროებს.
"გვყავს დამფუძნებელი მაკა ასათიანი, რომელიც გვიდგას გვერდში ფინანსურად და ამ ეტაპზე არ ვსაჭიროებთ ივანიშვილის ფინანსურ დახმარებას. თუმცა გავიმეორებ მამუკა ღლონტის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილმა კი არა, სააკაშვილმაც რომ აღმოგვიჩინოს დახმარება, ამ დახმარებას გამოვიყენებთ. ", - განაცხადა კიკაბიძემ "მაესტროს" ჟურნალისტების აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებასთან გაიმართა.