რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტი გორთან ცენტრალურ მაგისტრალზე 800 მეტრიან საავტომობილო გვირაბს გახსნის, რომელიც ჩქაროსნული გზატკეცილის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე მდებარეობს.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე კომპანიების „ვისოლისა" და „სოკარის" მულტიფუნქციური კომპლექსების გახსნას დაესწრება. ბენზინ და გაზგასამართი სადგურების გარდა, ორივე მათგანი დასვენებისა და გართობის ობიექტებსაც მოიცავს, მათ შორისაა, სწრაფი კვების ობიექტები, სუპერმარკეტები, ავტოსადგომები, სავალუტო და საბანკო მომსახურებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრები.
„ვისოლისა" და „სოკარის" მრავალფუნქციური კომპლექსები გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა დააპროექტა.