რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არ ვრცელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა.
"რუსული მხრიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ევროკავშირის მანდატი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს იმ ზონებზე ვრცელდება, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ესაზღვრებიან და როგორ ეს დაფიქსირებულია 2008 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.