თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ბიუჯეტის განხილვა ცხარე დებატებში მიმდინარეობს და სხდომა უკვე დატოვა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს დამოუკიდბელემა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ 2012 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებულია არამიზნობრივ ხარჯებზე და ის რეალურად არ არის მიმართული თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
"ჩვენ ვაპირებთ რომ მივმართოთ თბილისის მთავრობას სასწრაფოდ უკან წაიღონ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, რადგან მთელი 144 მილიონი ლარი არის გაწერილი ე.წ. სხვა ხარჯებში, რაც ჩვენი აზრით არის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო თანხები. მოვითხოვთ კატეგორიულად განგვიმარტონ რას ნიშნავს ეს სხვა თანხები. თუ ეს თანხები იქნება გაწერილი მერე შეგვიძლია დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ბიუჯეტისთვის ხმის მიცემა არმიცემაზე" - განაცახდა გრიგოლამ და აღნიშნა რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული ქრისტიან დემოკრატები ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.
სხდომსი დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა თინა ხიდაშელმაც, მისი თქმით, ამ სხდომაზე ოპოზიციის ყოფნას აზრი არ აქვს.
"როდესაც თბილისი 2012 წლის ბიუჯეტი შემოდის და არცერთი დამატებითი ფურცეილი არ არის წარმოდგენილი სხდომაზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში თანხები ყოფილიყო გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის თანხები გაიზარდა გართობებზე და სხვა ისეთ სფეროებზე რომელიც მოსახლეობისთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ხიდაშელმა.
თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი 648 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც შემოსავლები 625 მილიონამდე ლარს შეადგენს. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. რომელზეც გათვალისწინებულია 90 მილიონ 866 ათასი ლარი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება 12 მილიონ 672 ათასი ლარი. ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ავარიული შენობების გამაგრება 102 მილიონ 550 ათასი ლარი, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე 36 მილიონ 846 ათასი ლარი. მოსახლეობის ხელშეწყობა 19 მილიონ 950 ათასი ლარი და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება 13 მილიონ 410 ათასი ლარი.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტს წარმოადგენს დედაქალაქის მერის მოადგილე დავით ალავიძე.