დღეს გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა თავის ჩეხ კოლეგასთან ივან იესტრჟაბთან ერთად წეროვანში გადასცა კიბოს დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი სამედიცინო ტექნიკა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, გერმანულ-ჩეხური პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ქალებისთვის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათათვის, საბაზო სამედიცინო გამოკვლევების ხელმისაწვდომობა
სოფლებში. ამით გერმანიას სურს, რომ წვლილი შეიტანოს მკერდის კიბოს დაავადებათა რიცხვის შემცირების საქმეში, რადგან ეს დაავადება 14-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.
გერმანული მხარის წვლილი ამ პროექტში განისაზღვრება 25 ათასი ევროთი.