ორხევში ყვავილების ახალი სათბური გაიხსნა. სათბური დღეს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ მოინახულა და ყვავილი თავადაც დარგო.
„ძალიან კარგი სიახლეა თბილისისთვის, ვინაიდან ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იქნება ისევე, როგორც კერო მომხმარებლისთვის, ასევე, ჩვენთვისაც. ვინაიდან ქალაქის გამწვანება და გალამაზება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმაოდგენს. სახელმწიფოსა და კერო პირებს შორის თანამშრომლობით და სწორედ, ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი იმ პრობლემების მოგვარება, რასაც უმუშევრობა ქვია", - განაცხადა უგულავამ
10 ათას კვ.კმ.-ზე ძირითადად დეკორატიული მცენარეები იქნება მოშენებული. უახლესი სტანდარტის სათბურში სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობაა შექმნილი.
ადგილზე 30 ადამიანი დასაქმდა მათ სპეციალური გადამზადების კურსი ჰოლანდიაში გაიარეს. პროექტისთვის 2 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
ცნობისთვის, თბილისში ყვავილების საფირმო მაღაზიაც გაიხსნება.