ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საპილოტო პროექტს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით რაიონების გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა „თიბისი" საკონფერენციო დარბაზში შედგა.
„ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს მხარე იმ ქალაქების კულტურული მემკვიდრეობას საზოგადოებისთვის წარდგენას გეგმავენ, რომელიც აქამდე თითქოს მეორე ხარისხოვანი იყო. არადა, ეს ქალაქები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი განვითარებისთვის, ზოგადად ეს ის კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ იმ ქვეყანას, რომელიც ამ დიდ საერთაშორისო პროექტშია ჩართული", - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
შეხვედრაზე 2011-2012 წლების პირორიტეტები დაიგეგმა.
ცნობისთვის, ისტორიულ ქალაქებში კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს.