Warner Bros-ი შერლოკ ჰოლმზე მესამე ფილმის გადაღებას გეგმავს. ფილმში კვლავ რობერტ დაუნ-უმცროსი და ჯუდ ლოუ მიიღებენ მონაწილეობას. 
მესამე ფილმის გადაღების საბოლოო გადაწყვეტილება  ფილმის "შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილების თამაში" მეორე ნაწილის პრემიერის შემდეგ იქნება მიღებული.
ფილმის სცენარისტად კომპანიამ არჩევანი დრიუ პირსზე გააკეთა. იგი ამჟამად  ფილმისთვის "რკინის კაცი 3" სცენარს წერს, სადაც მთავარ როლს ასევე  რობერტ დაუნ-უმცროსი თამაშობს.
"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილების თამაში" მეორე ნაწილი გაქირავებაში, სავარაუდოდ, 2011 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გამოვა.  ფილმის სცენარისტი და რეჟისორი მადონას ყოფილი ქმარი გაი რიჩია.