დაბადებიდან რამდენიმე საათში ქუთაისის პირველ სამშობიაროში ახალშობილი გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა და ბავშვის ოჯახის წევრები ამ საქმის გამოძიებას მოითხოვენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალშობილის მშობლები და ნათესავები მომხდარში სამშობიაროს ექიმებს ადანაშაულებენ. ექიმები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბავშვი ტრავმებით დაიბადა და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.