საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსი და ვანის საკრებულოს წევრი რაიონის ხელმძღვანელობას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 2010-11 წლებში 2 მილიონი ლარის ხარჯია გაწერილი.
"ბოლო წლებში, ვანში რეალურად რაც გაკეთდა, გამგეობის წინ შადრევანია, რაზეც 150 ათასი ლარია გამოყოფილი. შადრევანის ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და მისი გაკეთება ათჯერ ნაკლებ ფასადაც შეიძლებოდა. 80 ათასი ლარია გაწერილი კორპუსების სახურავებისა და ფასადების რემონტზე, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი კორპუსია შეღებილი" - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, ვანის ხელმძღვანელობამ, სხვა ვალდებულებებისგან განსხვავებით, დროულად და ხარისხიანად მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მშენებლობა უზრუნველყო.