ჩინეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ხანჩჟოუს პოლიციამ ქურდობის ბრალოდებით 46 ფეხმძიმე ქალი დააკავა, დაკავებულთა ასაკი 20-დან 40 წლამდე მერყეობს.
დაკავებულმებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ,,განსაკუთრებული მდგომარეობა" მათ მნიშვნელოვნად ეხმარებოდა "საქმეში". ასევე აღნიშნეს, რომ სამართალდამცავები შემწყნარებლურად ეკიდებიან ორსულ ქალებს.
სწორედ ამიტომ, დაჯგუფების წევრები ცდილობდენენ ყოველთვის ორსულად ყოფილიყვნენ, ერთერთი მათგანი ბოლო 10 წლის განმავლობაში 8-ჯერ იყო ფეხმძიმედ.
გამოძიების პროცესში დადგინდა რომ, დაჯგუფების წევრებმა ამ თვეში 400 ქურდობა ჩაიდინეს.
მათი დაპატიმრების შემდეგ ქალაქში ქურდობის ფაქტების საგრძნობლად შემცირდა.