წელს BBC უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის ფინალური მატჩების ტრანსლაციას სამგანზომილებიანი გამოსახულებით  მოახდენს. 
ფინალური მატჩი ვაჟთა შორის 2 და 3 ივლისს გაიმართება და ეს BBC პირველი რეპორტაჟი იქნება 3D-გამოსახულებით. 
საჩოგბურთო მატჩის სამგანზომილებიან რეჟიმში ყურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეფექტის მისაღებად აუცილებელია  3D-დეკოდერი  და HD-გაფართოება. 
BBC ამგვარ ჩვენებებს მომავალშის გეგმავს და ორგანიზებას გაუკეთებს რამდენიმე სახალხო ტრანსლაციას. 
უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის ფინალური მატჩი სტანდარტულ რეჟიმში ნაჩვენები იქნება  BBC1-ზე, HD გაფართოებით კი მატჩს BBC Sport გადმოსცემს.