ქუთაისში 11 ივნისს ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი გაიმართება. "KUTAISI OPEN AIR"-ის მთავარ მიზანს ქვეყნის მეორე დედაქალაქში ელექტრონული მუსიკის და კლუბური ცხოვრების  პოპულარიზაცია წარმოადგენს. 2 ადგილობრივი და 4 თბილისელი  DJ  ქუთაისელი მსმენელისთვის განახლებულ მეფეთუბანში  დაახლოებით 7 საათის განმავლობაში დაუკრავს. 
"KUTAISI OPEN AIR"-ის ორგანიზატორები ქლაქში ცნობილი  DJ-ები: ლევან მურღულია და ზაზა ფანჩულიძე არიან. მათთან ერთად  საკუთარ მუსიკას ფესტივალის სტუმრები DJ  COBRT, DJ BACHO, DJ TOMA  და 2011 წლის საუკეთესო DJ-ით აღიარებული  გიორგი შენგელია დაუკრავენ. 
"KUTAISI OPEN AIR" ქუთაისის მერიის კულტურის, სპოტრის, განათლების, ძეგლთა  დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით  ჩატარდება. ფესტივალის ბიუჯეტი  10 ათას ლარს შეადგენს. "KUTAISI OPEN AIR"-ის საინფორმციო მხარდაჭერას  რადიო "ძველი ქალაქი" უზრუნველყოფს. 
ელექტრონული მუსიკის ფსტივალი სისტემატიურ ხასიათას მიიღებს. ქუთაისს, სავარაუდოდ, ევროპასა და აშშ-ში ცნობილი DJ-ეები ესტუმრებიან.