კვენტინ ტარანტინო ლეონარდო დი კაპრიოს  ახალ ფილმში როლს სთავაზობს.
ამჯერად, რეჟისორმა  ვესტერნში " Django Unchained " დი კაპრიოს ერთ-ერთი  მთავარი როლის შესრულება შესთავაზა. 
სავარაუდოდ, იგი ბოროტი პლანტატორის Kელვინ კენდის როლს ითამაშებს, რომელიც  მთავარ გმირებთან დაპირისპირებაში ებმება. 
ფილმში მოქმედება მე -19 საუკუნის შუა პერიოდში  ვითარდება.
სიუჟეტი აგებულია გაქცეული მონის ირგვლივ, რომელიც მონადირესთან გარიგებაზე მიდის, რათა ჯერ კიდევ მონობაში მყოფი მისი ცოლი გაანთავისუფლოს
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, , რომ ფილმში მონაწილეობას უილ სმიტი და  კრისტოფ ვალცი მიიღებდნენ..რაც ოფიციალურად არ დასტურდება.