28 მაისს, 18:00 საათზე, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" ქართველი მხატვრის კირა მიქელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. 
მიქელაძის შემოქმედების უმთავრესი ნაწილი ყვავილების ნატურმორტებს ეთმობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული, ისე ნაქარგი ტილოები. 
გამოფენა 31 მაისს დაიხურება.