გურჯაანის კულტურის ცენტრში გურამ დოჩანაშვილის ცნობილი რომანის, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა" ტელესპეკტაკლის  ჩვენება მოეწყობა. ღონისძიებას გურამ დოჩანაშვილიც ესწრებოდა. 
ღონისძიების ორგანიზატორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. 
"გურამ დოჩანაშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია. მას ძალიან უყვარს გურჯაანი და გადავწყვიტეთ, მისთვის ერთი მოკრძალებული საღამო გვეჩუქებინა, მოგვეწვია და ბევრი ადამიანი გაგვეხარებინა მწერალთან უშუალო შეხვედრით", - განაცხადა გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ნიკა ნიჟარაძემ.