დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების განხილავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს 7 დეკემბერს წარუდგინა. 7 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილია 21 კანდიდატურა.
პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე წრადგენილნი არიან მერაბ ბასილია, მალხაზ ნარინდოშვილი, გიგა ნასარიძე. მერე ვაკანტურ თანამდებობაზე - ჯონი კალანდაძე, ნოდარ სარჯველაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, მესამეზე - ლევან ფოფხაძე, ემზარ გოგუაძე, ინგა ბოლოთაური, მეოთხეზე - ავთანდილ ანთიძე, ბადრი გვარამია, ნანა გოგოჩაშვილი, მეხუთეზე - ნინო დანელია, ლელა გაფრინდაშვილი, გიორგი მელაძე, მეექვსეზე - ლია ჩახუნაშვილი, მზია გოგნიაშვილი, მაია მიშელაძე, ხოლო მეშვიდე ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს შორენა შავერდაშვილს, თამაზ ბიბილურსა და მიხეილ აიდინოვს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.