გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე გერმანულ სახლს ესტუმრა, სადაც "ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუმჯობესება კარიერების აღდგენის მეშვეობით - საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა" - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის გარემოს მდგრადობისა და ჰაიდელბერგცემენტის ევროპის ტექნოლოგიური ცენტრის თანამშრომლობით - "კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის" ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად საპილოტო პროექტი კავკასიის რეგიონში განხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბრგცემენტ ჯგუფის მიერ დამუშავებული ყველა კარიერის აღდგენას და მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.