რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. 12 წლის გოგო კლინიკაში შეყვანის დროს გონზე და კონტაქტური იყო.
პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.