რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ღამით მეგობრობის გამზირზე იმ დროს მოხდა, როცა 15 წლის ბიჭი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათივე ცნობით, მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გამოცემას უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
ფოტო: "ინფო რუსთავი"