საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილმ მიიჩნევს, რომ გახმაურებელ მკვლელობებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არა აქვს და სჯობს, პარლამენტარებმა რეფორმებზე იფიქრონ. ამის შესახებ განცხადება პეტრე ცისკარიშვილმ დღეს სესიაზე `ქრისტიან-დემოკრატების'' მიერ გახმაურებული მკვლელობებზე საგამოძიებოს კომისიის შექმნის საკითხის გამოტანის შემდეგ განაცხადა.
`კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა ჩვენ კოლეგას, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მომავალში ასეთი ფაქტები არ მოხდეს'', - განაცხადა ცისკარიშვილმა დააღნიშნა, რომ ასეთი რეფორმების გატარების ვალდებულება პარლამენტს კონსტიტუციურადაც აქვს და მორალური მოვალეობაც აქვს.
`ქვეყანაში ისეთი რეფორმები უნდა გავატაროთ, რომ საქრთველოში დამკვიდრდეს სამართლიანობა, სამართალდამცველებიც იყვნენ დაცულები პოტენციური ბანდიტებისგან და მართლსმსაჯულების მიმართ ნდობის ხარისხისც მაღალი იყოს',' - განაცხადა ცისკარისვილმა.