ჯონდი ბაღათურია ცოტნე გამსახურდიას Yთავდებში
გამოშვებას ითხოვს და მზად არის, მას თავდებში პირადადაც ჩაუდგეს. ეს განცხადება ბაღათურიამ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ვიდრე გაირკვევა მტყუან-მართალი, პირველი პრეზიდენტის შვილს აღმკვეთი ღონისძიება გათავისუფლებით უნდა შეეცვალოს.
`სანამ მტყუან-მართალი გაირკვევა, იქნებ შესაძლებელი იყოს, რომ ცოტნე გამსახურდიას აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს. თუ საჭიროა ამ წინადადებით მივმართოთ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავასაც~, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.