აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2 და 3 დეკემბერს, გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
487 აფხაზეთიდან დევნილს უფასო ამბულატორიული (ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული) გამოკვლევებისა და სამედიცინო კონსულტაციების შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ მედიკამენტებს გადასცემს. აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობისათვის სამედიცინო Gგამოკვლევები ოზურგეთის პოლიკლინიკაში ჩატარდება.
პროგრამის მიზანია დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, დაავადებათა დროული გამოვლენა და მათი მკურნალობა.
პროექტის ფარგლებში დევნილებს ამერიკული ორგანიზაცია Caunter Part International-ის ჰუმანიტარული დახმარებაც გადაეცემათ, ხოლო ინვალიდებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ეტლებს გადასცემს.
პროფილაქტიკური გასინჯვების პროგრამა აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. სამედიცინო აქცია ორდღიანია და გურიის რეგიონს მთლიანად მოიცავს.
პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილებთან შეხვედრებს გამართავენ.
სს