ნამახვანჰესის შეჩერებულ პროექტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას, ყოფილი პრემიერების მამუკა ბახტაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
როგროც ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, სწორედ ვანო ჩხატრიშვილმა უკვე შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილის დახმარებით ჩაშალა ეს პროქტი.
"ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი თავიდანვე იყო კორუფციული გარიგება, რომელსაც 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა მამუკა ბახტაძემ. ამ ხელმოწერას აჩქარებდა, ლობირებდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. სწორედ ვანო ჩხატრიშვილმა უკვე შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილების დახმარებით ჩაშალა ეს პროქტი. ეს არის საქართველოს ენერგო-უსაფრთხოების საბოტაჟი და თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე, ქართველი ხალხის ძარცვაზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, ვანო ჩხარტიშვილზე, ნათია თურნავაზე, მამუკა ბახტაძეზე და ირაკლი ღარიბაშვილზე. დაიხ მეგობრებო, სწორედ ამ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ ის 450 მილიონი დოლარი, რომელიც ახლა დაეკისრა ქართულ სახელმწიფოს, სინამდვილეში კი დაეკისრა ქართველ ხალხს",- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.