რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროპისა და რუსეთის შესაძლო ომი „ძალიან ხანმოკლე“ იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ეს გაფრთხილება გაიგეს ევროპულ დედაქალაქებში და იმ სტრუქტურებში, რომლებიც ახლა ცდილობენ, ერთიანი ევროპის სახელით ილაპარაკონ...
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ ვაპირებთ და ამის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. მაგრამ თუ ევროპა, რომელიც ყოველდღიურად საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზადებაზე, რუსეთის ფედერაციას თავს დაესხმება, ეს უკვე სრულიად სხვა ომი იქნება და ის ძალიან ხანმოკლე იქნება“,- განაცხადა ლავროვმა.