ღელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ გუშინ დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს აღკვეთის სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ახმეტის კლინიკის ექიმი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა.
ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა აქციების მონაწილე ექიმის დასასჯელად იყენებენ.
პირი რომელიც ექიმთან მიგზავნილი პირი აღმოჩნდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ბექა მარტყოფლიშვილია.
."მომიწია, დავარღვიე კანონი, დავწერე რეცეპტი, მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვსო, ჩამომითვალა მედიკამნტები, 1 წამალი მიღებული ჰქონდა - მითხრა ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვროვდნენ ახმეტის შორს მდებარე სოფელში
"გაბაპენტიმი" უხსნის ტკივილებსო და დავუწერე რეცეპტი - თანხა ქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია.
მე გავწერე წამალი, მესამედ რომ მოვიდა მითხრა ბებო კარგადაა წამალმა უშველააო, კიდევ გავუწერე წამალი და ვუთხარი კიდევ რო მოხვალ თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ გაგიწეერ-თქო", - თქვა ექიმმა სასამართლოზე. ["ტვ პირველის"]
ფინანსური პოლიციის განცხადებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.