"მითხრეს, რომ დაკავებული ვარ სამშობლოს ღალატისთვის" - ამის შესახებ გიორგი ბარამიძე მის სახლში გადაღებული პირდაპირი ეთერის ვიდეოში ამბობს.
ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა სახლში ხელბორკილები დაადეს.
"არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით, რომ (სამშობლოს ღალატისთვის მაკავებთ?)" - ეუბნება ბარამიძე გამომძიებლებს.
ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არცერთ უწყებას ბარამიძის დაკავების შესახებ არ გაუვრცელებია.
როგორც ცნობილია 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.