უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა იყო „ფრეიას“ (FREYJA) ანტიბალისტიკური პროგრამა, რომლის მიზანია ერთობლივი ძალისხმევით ევროპისთვის საჰაერო საფრთხეებისგან ინტეგრირებული დაცვის სისტემის შექმნა.
პროგრამაში უკრაინასთან ერთად მონაწილეობენ დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
„[კომპანიების] FirePoint-ის, Kongsberg-ის, Weibel-ის, Saab-ის, Diehl Defence-ის, Hensoldt-ის, Thales-ის, Safran-ის, Sener-ისა და Leonardo-ს ხელმძღვანელებთან ერთად შევათანხმეთ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ ლიდერებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა საკუთარ დონეზე, ხოლო მწარმოებლებმა და დეველოპერებმა. ველოდებით პირველ პრაქტიკულ შედეგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.