ის, რასაც დღეს ფარცხალაძე აკეთებს, რაც არის მოღალატეობა, ამაზე მეტი მოღალატეობა მე არ ვიცი, აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, ის არის რუსი რომანოვი და ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გასული, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები ოთარ ფარცხალაძის მიმართ გაცილებით ადრე უნდა დასმულიყო, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
„მე დღეს კი არ გამიჩნდა კითხვები ფარცხალაძეზე. კითხვები უნდა გაჩენილიყო ადრე, როდესაც ეს ადამიანი საქართველოს პროკურორი იყო, რაც წარმოუდგენელია მისი წარსულით. უფრო სერიოზული კითხვები გამიჩნდა, როდესაც გამოქვეყნდა ამერიკული სანქციები მის მიმართ, იმ ბრალდებით, რომ ის იყო „კაგებეს"აგენტი და ამერიკის საფუძვლიანი განაცხადი.
იმ მომენტში, როდესაც ქალბატონმა თურნავამ მიიღო გადაწყვეტილებები, იმთავითვე ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ემიჯნებოდა ამერიკულ სანქციებს თუ სხვა საერთაშორისო სანქციებს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია - ჩვენ უფრო კარგად ვიცით. თუ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, მაშინ ეს ყველაფერი არ არსებობს.
რეალურად, ეს გადაწყვეტილება იყო პირდაპირ დაცვა რეჟიმისგან ფარცხალაძის, ამით მას მისცეს ერთგვარი იმუნიტეტი. ეს ეხებოდა იმას, რომ არც ერთი საქართველოს მოქალაქე ვერ იქნებოდა დასანქცირებული თუ არა საქართველოს სასამართლოს მიერ მითითებული მსგავსი გადაწყვეტილებები.
ამ დროს მე არ ავჩქარდი, რომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა წაგვერთვა. არავინ დამიჭირა მხარი. არავის ესმოდა, რომ სწორედ ეს იყო ის მაგალითი, რაც ბოლომდე უნდა ყოფილიყო მიყვანილი. როგორც კი ფარცხალაძე არ იქნებოდა საქართველოს მოქალაქე, სანქცია მასზე არ გავრცელდებოდა და არც საქართველოს კანონმდებლობა. არც ის, რასაც დღეს ფარცხალაძე აკეთებს, რაც არის მოღალატეობა, ამაზე მეტი მოღალატეობა მე არ ვიცი. აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, ის არის რუსი რომანოვი და ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გასული. მოქალაქეობის საკითხი]იმ დროს ეს იყო სერიოზული მაგალითი და მინდა ვთქვა, რომ არავინ, არც ოპოზიციიდან არ წამომყვა ამ მსჯელობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო საქართველოს მთავრობიდან წამოსული პირველი პირდაპირი წინააღმდეგობა აშშ-ს სანქციებთან მიმართებაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, ივანიშვილის გუნდში არავინ არავის აღარ ენდობა და ყველა მზად არის, მეორე გაყიდოს, ოღონდ თვითონ გადარჩეს.
"საეჭვოა, რომ ნაძირლები არიან? ეს არ არის საეჭვო! რანაირადაც იქცევიან მე ასეთი ქცევა ე.წ. გუნდში, თუ ყოფილ გუნდში არ მინახავს, არ წარმომიდგენია ამ დონეზე რომ ყველა ყველას ყველაფერს აბრალებდეს - შიგნით რაც ხდება, რომ არავინ არავის აღარ ენდობა, ყველა მზად არის, რომ მეორე გაყიდოს და თვითონ გადარჩეს.
კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ გარეთ მომხრეები რომ არიან, ნაწილი ამ საზოგადოების, რომლებიც ყველაფერს "აპრავებენ": რაც არ უნდა იყოს, ის, ვინც გარეთ არის - ის არის მართალი, ის ვინც ციხეშია - ის არის დამნაშავე და იმას ყველაფერს აბრალებენ და "კარგი" სიტყვებით ამკობენ.
შეიძლება რომ ასეთი ამორალური ქცევა იყოს ასეთ დიდ ჯგუფში? ერთის მხრივ კორუფცია, რომელიც არსებობს, ეს არ არის მოგონილი კორუფცია. ამასთან ერთად არის კიდევ უფრო საშინელება, რომ ერთმანეთს არაფერს არ პატიობენ და მზად არიან ბოლომდე ადამიანი გასრისონ, ოღონდ თვითონ გადარჩნენ, ეს არის ასეთი რეჟიმების ბოლო იმიტომ, რომ მთავრდება როცა, როგორც ცხოველებში ხდება, ხროვა ერთმანეთს დაესხმება და არავინ არავის აღარ არჩენს და იცავს," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.