აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დაგეგმილ ვიზიტამდე მოსკოვში ჩავლენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი თავდაპირველად მოსკოვში ჩავლენ, შემდეგ კი უკრაინის დედაქალაქს ეწვევიან. ვიზიტები 5-6 სექტემბერს იგეგმება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის კიევში ვიზიტის წინასწარი თარიღები უკვე ცნობილია.