„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცახდებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შესაძლოა, ახალ ბრალო წარუდგინონ.
როგორც გვარამიამ მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, დარწმუნებულია, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს ცრუ დასმენის ბრალდებას წაუყენებენ.
"შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარადაცვალებასთან დაკავშირებით - რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით და ა.შ. განუმარტე, რომ საერთოდ არ ვიცი და ამ მოვლენის შესახებ გავიგე ღარიბაშვილის წერილიდან.
მე რასაც ვუყურებ განვითარების ორი მიმართულება იქნება და ეს ცხადია, გამომომძიებელზე არ იქნება დამოკიდებული. ერთია პროპაგანდისტული - აი, ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვები მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმე პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, ეს ყველას გვაინტერესებს, რაზეც პასუხი არ ვიცით, ჯერ ყოველშემთხვევაში. მეორე - დარწმუნებული ვარ იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით.
თვითონაც უნდა აწუხებდეთ ასეთი ბრალდება მდინარაძესა და კობახიძეს თუ მართლები არიან. მაგრამ ღარიბაშვილმაც უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები, ჩემი აზრით. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ისინი გააკეთებენ, არ გააკეთებენ, ოდესმე მაინც ეს საკითხები გამოძიებული იქნება, დღეს თუ არა, ხვალ"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.